საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ნიუ-იორკის გამოფენასა და სამოგზაურო მედია ფორუმზე ეცნობიან
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ნიუ-იორკის გამოფენასა და სამოგზაურო მედია ფორუმზე ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-ში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ნიუ-იორკში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, წარმოდგენილია ქართული კერძო სექტორი. პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამერიკის ტურისტულ ბაზარზე, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, შეხვედრებს მართავს საერთაშორისო პიარ და ავია კომპანიების, პლატფორმებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
