ჯასტინ გეიჯი მსუბუქი დივიზიონის დროებითი ჩემპიონია
ჯასტინ გეიჯი მსუბუქი დივიზიონის დროებითი ჩემპიონია. ამერიკელმა მებრძოლმა UFC 324-ის საღამოს მთავარ დაპირისპირებაში ბრიტანელი პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მან დროებითი ქამარი მეორედ მოიგო და ამ მხრივ რეკორდსმენია. MMA-ის სამყარო კი ამ ბრძოლის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა, რადგან გამარჯვებული დიდი ალბათობით ზაფხულში ილია თოფურიას უნდა შეხვდეს. თუმცა, თავად ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაითმა ეს ინფორმაცია ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ დაადასტურა. ჯეიჯი პიმბლეტის დაპირისპირება საღამოს ბრძოლად აღიარეს, მას ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გამოეხმაურა.
