საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურში, ირაკლი აფციაურმა „ლიონის“ მაისურით სადებიუტო ლელო მიითვალა
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურში, ირაკლი აფციაურმა „ლიონის“ მაისურით სადებიუტო ლელო მიითვალა. 22 წლის ქართველმა მორაგბემ თავი „რასინგთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში გამოიჩინა. აფციაური მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თამაშში შესვლიდან რამდენიმე წუთში მეტოქის ჩათვლის წერტილში ბურთის დამიწება შეძლო. შეხვედრა დრამატული გამოდგა და „ლიონი“ მინიმალური სხვაობით, 34-35 დამარცხდა. „რასინგის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა, რომელმაც მასპინძელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
