ამერიკელმა ექსტრემალურმა მთამსვლელმა ალექს ჰონოლდმა ტაივანში 500-მეტრიანი ცათამბჯენი „ტაიპეი 101“ დაიპყრო
ამერიკელმა ექსტრემალურმა მთამსვლელმა ალექს ჰონოლდმა ტაივანში 500-მეტრიანი ცათამბჯენი „ტაიპეი 101“ დაიპყრო. 101-ე სართულზე ასასვლელად მას 91 წუთი დასჭირდა. ცათამბჯენზე ჰონოლდი დამცავი საშუალებების გარეშე ავიდა. ის არ არის პირველი ადამიანი, ვინც „ტაიპეი 101“ დალაშქრა, თუმცა პირველია, ვინც ეს დაზღვევის გარეშე გააკეთა.
