ევროკავშირის ქვეყნებში ძალაში შევიდა რუსი დიპლომატებისთვის დაწესებული შეზღუდვები
ევროკავშირის ქვეყნებში ძალაში შევიდა რუსი დიპლომატებისთვის დაწესებული შეზღუდვები. ახალი რეგულაცია მათ ავალდებულებს, აკრედიტირებული ქვეყნიდან შენგენის ზონის ფარგლებში გადაადგილების შემთხვევაში, წინასწარ, 24 საათით ადრე აცნობონ გადეგმილი მგზავრობის შესახებ ხელისუფლებას. ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელშიც რუსი დიპლომატები საქმიანობენ, უფლება აქვთ, მოითხოვონ დამატებითი დოკუმენტაცია.
