დონალდ ტრამპი მზადაა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სახმელეთო დარტყმებისთვის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მექსიკაშიც
დონალდ ტრამპი მზადაა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სახმელეთო დარტყმებისთვის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მექსიკაშიც. ამის შესახებ მან „ნიუ იორკ პოსტს“ განუცხადა. „ჩვენ კარტელებს დავარტყამთ. ვიცით მათი მარშრუტები და ყველაფერი ვიცით მათ შესახებ. ვიცით, სად ცხოვრობენ“,– აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა. როგორც „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს მექსიკის მთავრობაზე და მოითხოვს ნებართვას, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიყვანონ.
