საგანგებო მდგომარეობა ამერიკის 20-მდე შტატში
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმის, „ფერნის“ მოახლოების გამო, ამერიკის 20-მდე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 180 მილიონზე მეტი ადამიანი მზადყოფნის მაღალ რეჟიმშია გადასული. 140 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. გადადებულია ათასობით ავიარეისი. ვრცელდება ინფორმაცია 3 გარდაცვლილის შესახებ. მათი გაყინული ცხედრები ნიუ იორკში იპოვნეს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობები ამერიკის 35 შტატში მილიონობით ადამიანს შეუქმნის პრობლემებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს ვაშინგტონშიც. პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა პროდუქტებსა და პირველი მოხმარების საქონელს ყიდულობს, რის გამოც სუპერმარკეტების თაროები ელვისებური სისწრაფით ცარიელდება.
