მინეაპოლისში მასობრივი არეულობის დროს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა
მინეაპოლისში მასობრივი არეულობის დროს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მანიფესტანტები თავს დაესხნენ ოფიცერს, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა კი მას თითი მოაჭამა. ინციდენტი დაადასტურა შიდა უსაფრთხოების მდივნის თანაშემწემ ტრიშა მაკლაფლინმა, რომელმაც სოციალურ მედიაში დაზარალებული ოფიცრის ფოტო გამოაქვეყნა.
