ამერიკის ომის მდივანი მინესოტაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს მხარდაჭერას უცხადებს
ამერიკის ომის მდივანი მინესოტაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს მხარდაჭერას უცხადებს. პიტ ჰეგსეთი მომხდარში შტატის ხელმძღვანელობას და ქუჩებში გამოსულ რადიკალებს ადანაშაულებს. ცნობისათვის, ქალაქ მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი.
