ქართველი ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლები, ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ
ქართველი ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლები, ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ. „ბი თუ ბი“ ფორმატში, ნიუ-იორკში, ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ კონტაქტები დაემყარებინათ, 50-ზე მეტი კომპანიიდან პოტნეციურ პარტნიორებთან და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განეხილათ, საქართველოში ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადებისა და სერვისების მიწოდებაზე. ღონისძიების მიზანია ქართული ტურისტული სექტორის მხარდაჭერა და ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოპულარობის გაზრდა. აშშ-ში, ქართული კერძო სექტორისთვის შეხვედრები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა.
