ინდონეზიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ინდონეზიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, მაშველებმა 10 ადამიანის ცხედარი იპოვნეს. ამ დრომდე ეძებენ 80-მდე ადამიანს. მეწყერი იავის პროვინციაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. წვიმა კუნძულზე მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.
