შტორმ „ფერნის“ გამო ამერიკის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
შტორმ „ფერნის“ გამო ამერიკის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გადადებულია 15 ათასზე მეტი ავიარეისი. 140 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ვრცელდება ინფორმაცია 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ. მათი გაყინული ცხედრები ნიუ იორკში იპოვნეს.
