ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, შეხვედრები იწყება სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე განიხილავენ საწვავის ფასს
ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, შეხვედრები იწყება სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე განიხილავენ საწვავის ფასს. პრემიერის ინიციტივით შექმნილი კომისია ეძებს გზებს მოაგვაროს პრობლემა, რომელიც მოსახლეობისთვის დიდი წნეხია. მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში პროდუქტი 86%-ით ძვირია ვიდრე ევროპაში. ასევე შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად იმუშავებს.
