უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „უიპეშტი“ „ნირეგიჰაზას“ მატჩი 1-1 დასრულდა
უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „უიპეშტი“ „ნირეგიჰაზას“ მატჩი 1-1 დასრულდა, გიორგი ბერიძემ კი შესანიშნავი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა „უიპეშტი“ მე-19 წუთზე დააწინაურა. ბერიძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. „უიპეშტი“ უნგრეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 23 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 31 იანვარს, „პუშკაშ აკადემიას“ შეხვდება.
