ვიქტორ ორბანის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი შედეგებზეა ორიენტირებული და არა თავაზიან რიტორიკაზე
კიდევ ერთი განცხადება ორბანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. უნგრეთის პრემიერის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი შედეგებზეა ორიენტირებული და არა თავაზიან რიტორიკაზე. „ის იღებს რეალურ გამოწვევებს, აღწევს დადებით შედეგებს და ხელს უწყობს პროგრესს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასეთი ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ მსოფლიოში მშვიდობის მოყვარე ადამიანებს,“- წერს ორბანი.
