ვიქტორ ორბანი: ევროპა რუსეთთან ომს არ აპირებს, ის რუსეთთან უკვე ომობს
„ევროპა რუსეთთან ომს არ აპირებს, ის რუსეთთან უკვე ომობს“,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა განაცხადა. ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ბრიუსელს სურს, რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად დაამარცხოს, უკრაინა კი ომში უნგრეთის ჩათრევას ცდილობს.
