დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხედროებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში გაიღეს. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ალიანსის დახმარება არასდროს დასჭირვებია და ავღანეთში ნატოს სამხედროები ფრონტის ხაზიდან მოშორებით იდგნენ. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, ტრამპს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
