მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს
მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, ადგილობრივი მცხოვრებია და შეერთებული შტატების მოქალაქეა. ინფორმაცია დაადასტურა მინესოტას გუბერნატორმაც. ტიმ უოლცის განცხადებით, მომხდარის გამო თეთრ სახლს დაუკავშირდა და მინესოტადან ათასობით მოძალადე ოფიცრის გაყვანა მოსთხოვა. განცხადება გაკეთდა შიდა უსაფრთხოების სამინისტროშიც, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა კაცი შეიარაღებული იყო და ფედერალურ აგენტებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ერთ-ერთმა აგენტმა თავდაცვის მიზნით ცეცხლი გაუხსნა. მომხდარს სოციალური ქსელით გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერიც.
