აშშ-ში, ქართული კერძო სექტორისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა
აშშ-ში, ქართული კერძო სექტორისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა. ქართველი ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლები, ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ. „ბი თუ ბი“ ფორმატში, ნიუ-იორკში, ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ კონტაქტები დაემყარებინათ, 50-ზე მეტი კომპანიიდან პოტნეციურ პარტნიორებთან და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განეხილათ, საქართველოში ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადებისა და სერვისების მიწოდებაზე. ღონისძიების მიზანია ქართული ტურისტული სექტორის მხარდაჭერა და ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოპულარობის გაზრდა.
