ტრამპის მასტერკლასი
პირობითი მშვიდობა, ნატოს დასასრულის დასაწყისი თუ ნდობა დაკარგული ამერიკა - ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში, განსაკუთრებით გრენლანდიის მოვლენების ფონზე - ამ კითხვებს სულ უფრო ხშირად აჩენს. ეს კითხვები მას შემდეგ უფრო გამწვავდა, რაც ტრამპმა ევროპა და ნატო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ ერთხელ და თანაც საკმაოდ ხმამაღლა გააკრიტიკა. ტრამპის მიერ გრენლანდიის სამხედრო ანექსიაზე უარმა და ტერიტორიის მოპოვების მიზნით ევროპის ქვეყნების მიმართ სატარიფო მუქარის დაპაუზებამ ევროპას ერთგვარი შვება მოჰგვარა, თუმცა რის ხარჯზე მოხდა ვაშინგტონსა და ნატოს შორის შეთანხმება, ჯერ ისევ უცნობია
