შეერთებული შტატების მიერ სპარსეთის ყურის მიმართულებით ავიამზიდის გაგზავნას ირანი გამოეხმაურა
შეერთებული შტატების მიერ სპარსეთის ყურის მიმართულებით ავიამზიდის გაგზავნას ირანი გამოეხმაურა. ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თუ ირანის წინააღმდეგ რაიმე სახის სამხედრო მოქმედება განხორციელდება, ის სრულმასშტაბიან ომად ჩაითვლება. „ვიმედოვნებთ, რომ ეს რეალური კონფრონტაციისთვის არ არის გამიზნული, თუმცა ჩვენი არმია ყველაზე უარესი სცენარისთვის მზად არის. ამიტომ, ირანში ყველაფერი მაღალი დონის მზადყოფნის მდგომარეობაშია“ ნათქვამია თეირანის განცხადებაში და აღნიშნულია რომ ამერიკელების მიერ ირანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ირანი მკაცრად უპასუხებს
