შეერთებული შტატები, დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრას უმასპინძლებს
შეერთებული შტატები, დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრას უმასპინძლებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ შტატების არმიაზე დაყრდნობით აქვეყნებს და აღნიშნავს რომ შეხვედრაში, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება, 34 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც, რომელთაც დასავლეთ ნახევარსფეროში ტერიტორიები აქვთ, კერძოდ დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის ძალების მეთაურები
