ჩაქვში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი შენდება
ჩაქვში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი შენდება. პროექტის ფარგლებში, 27 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გათვალისწინებულია ორი იდენტური ბლოკის მოწყობა, რომლებსაც თათების ფორმა ექნება. 180 ვოლიერი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო. გათვალისწინებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგისა“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე
