მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს
უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე რომელიც ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდა მიგრაციის დეპარტამენტმა დააკავა. მათ შორის არიან, ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის, თურქეთის, კოტ-დივუარის, სუდანის, ნიგერიის, იორდანიისა და ინდოეთის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტმა გადაამოწმა კონკრეტული ადგილები. დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან და მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს
