ინფრასტრუქტურის მინისტრი გურიაში მიმდინარე პროექტებს ეცნობა
ინფრასტრუქტურის მინისტრი გურიაში მიმდინარე პროექტებს ეცნობა. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთზე დარჩენილი 6 კმ-ის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ლანჩხუთი-ლესას 4-ზოლიანი ახალი გზა კი 2025 წლის ბოლოს გაიხსნა. რევაზ სოხაძემ ასევე მოინახულა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის ცალკეულ დაზიანებულ, მეწყრულ მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები. პროექტის ფარგლებში საგზაო მონაკვეთი 9 სხვადასხვა ადგილზე აღდგება
