ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სექსუალურ მოძალადედ“ მოიხსენიებს
ლორა თორნტონი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადეს უწოდებს, 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული, შემდეგი თემით - „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში NDI–ის ოფისს ხელმძღვანელობდა
