რადიკალური ოპოზიცია საჯარო დებატებში მონაწილეობას გაურბის და თავის დასაძვრენად უარგუმენტო წინაპირობებს იშველიებს
რადიკალური ოპოზიცია საჯარო დებატებში მონაწილეობას გაურბის და თავის დასაძვრენად უარგუმენტო წინაპირობებს იშველიებს, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი დიალოგის ალტერნატივას იმ შემთხვევაში ხედავს თუ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ჯგუფებს საქმიანობა შეეზღუდება. მათივე შეფასებით, უცხოური პატრონების ქართველი აგენტებისთვის, დებატი აქილევსის ქუსლია. საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე, „ქართული ოცნება“ დებატებში, იმ პოლიტიკურ ძალებს ეპატიჟება, რომლებიც არგუმენტების გაცვლას გეგმავენ და არა შოუს მოწყობას. როგორც აღნიშნავენ, სამომავლო გეგმებსა და დღევანდელ მდგომარეობაზე სალაპარაკო ბევრია. დებატების გამართვის ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ გააჟღერა
