სააკაშვილის პათოსს, რომელიც მისი რეჟიმის სისტემურ დანაშაულებს უდანაშაულობას უწოდებს და ამით ამაყობს, იზიარებენ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და ამჟამინდელი წევრები
სააკაშვილის პათოსს, რომელიც მისი რეჟიმის სისტემურ დანაშაულებს - უდანაშაულობას უწოდებს და ამით ამაყობს, იზიარებენ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და ამჟამინდელი წევრები. „ქართული ოცნებისთვის“ კი პატიმარი სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია. მმართველი გუნდი კი იხსენებს ფაქტებს, როდესაც ადამიანის უფლებები ფუნდამენტურად ირღვეოდა. რუსთავის ციხიდან „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში, სააკაშვილი მანიპულაციური ტექსტით ცდილობს რეალობის გაყალბებას. ამორალურად ამართლებს და არ ნანობს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ქმედებებს. ერთ-ერთ მაგალითად 2006 წლის კორტების სპეცოპერაცია მოჰყავს. 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს
