ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერი“ 110:98 დაამარცხა და სეზონის 27-ე გამარჯვება მოიპოვა
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერი“ 110:98 დაამარცხა და სეზონის 27-ე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 22 ქულით სანდრო „რეპტორსის“ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. 27 მოგებითა და 19 მარცხით ტორონტო „ენ ბი ეი“-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს. რეპტორსი შემდეგ თამაშს, 26 იანვარს, სტუმრად „ოკლაჰომა სიტი თანდერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
