საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „ლიონ ვილერბანს “ დაუპირისპირდა და 98:91 გაიმარჯვა
საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „ლიონ ვილერბანს “ დაუპირისპირდა და 98:91 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 22 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ ექვსი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და შვიდი საჯარიმო ჩააგდო.
