შეერთებული შტატები ირანის სიახლოვეს სამხედრო ძალის გაძლიერების შესახებ იუწყება, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მათ მოქმედება არ მოუწევთ
შეერთებული შტატები ირანის სიახლოვეს სამხედრო ძალის გაძლიერების შესახებ იუწყება, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მათ მოქმედება არ მოუწევთ. როგორც ცნობილია შტატებმა პრევენციის მიზნით სპარსეთის ყურის მიმართულებით ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი რამდენიმე სამხედრო გემის თანხმებით გაგზავნა. შეერთებული შტატების მხრიდან იერიშს არ ელოდება თურქეთი, თუმცა აცხადებს რომ ასეთი საფრთის რისკი დიდია ისრაელის მხრიდან
