რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია
რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. ღამით საოკუპაციო ძალებმა მორიგი იერიში მიიტანეს კიევზე. დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით კომბინირებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა. დაიბომბა ხარკოვიც. თავდასხმის სამიზნეში დასახლებული კვარტალი და საცხოვრებელი სახლები მოექცა.
