პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად ხელისუფლება აქტიურ მუშაობას განაგრძობს
პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად ხელისუფლება აქტიურ მუშაობას განაგრძობს. პრემიერის ინიციატივის მიზანია ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს. მომავალი კვირიდან შეხვედრები გაიმართება სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებთან და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ერთსა და იმავე პროდუქტზე ევროპასა და საქართველოში ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება.
