რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო წინაპირობები დებატებში მონაწილეობაზე, მათივე წინასწარ მარცხს ადასტურებს მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციისთვის
რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო წინაპირობები დებატებში მონაწილეობაზე, მათივე წინასწარ მარცხს ადასტურებს მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციისთვის. მათივე შეფასებით, უცხოური პატრონების ქართველი აგენტებისთვის, დებატი აქილევსის ქუსლია. სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს, საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა თემაზე პაექრობისთვის იწვევს, რადგან როგორც აღნიშნავენ, სამომავლო გეგმებსა და დღევანდელ მდგომარეობაზე სალაპარაკო ბევრია. ამ ყველაფერს კი ხელს კონკრეტული მიზნით პროპაგანდა უშლის. დებატების გამართვის ინიციატივით პრემიერი ირაკლი კობახიძე ორი დღის წინ გამოვიდა. ქართული ოცნება დებატებში, იმ პოლიტიკურ ძალებს ეპატიჟება, რომლებიც არგუმენტების გაცვლას გეგმავენ და არა შოუს მოწყობას.
