პატიმარი სააკაშვილი მისი ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს, უდანაშაულობას უწოდებს და მანიპულაციური ტექსტით ცდილობს რეალობის გაყალბებას
პატიმარი სააკაშვილი მისი ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს, უდანაშაულობას უწოდებს და მანიპულაციური ტექსტით ცდილობს რეალობის გაყალბებას. „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში, სააკაშვილი ამორალურად ამართლებს და არ ნანობს ნაცმოძრაობის რეჟიმის ქმედებებს. ერთ-ერთ მაგალითად 2006 წლის კორტების სპეცოპერაცია მოჰყავს. ის ამართლებს ზურაბ ვაზაგაშვილის სასტიკად მოკვლას. 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. სააკაშვილის პათოსს ეთანხმება და დანაშაულებს ამართლებენ ნაცმოძრაობაში, მმართველი გუნდი კი იმ ფაქტებს იხსენებს, როდესაც ადამიანის უფლებები ფუნდამენტურად ირღვეოდა.
