საიას მიერ გაყალბებული რეალობის შექმნის მცდელობა და ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ
საიას მიერ გაყალბებული რეალობის შექმნის მცდელობა და ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ - სარჩელის იმ ნაწილზე, რომლის განხილვაც სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო, ევროსასამართლოს შეკითხვები მოსარჩელესთან უფრო მეტი დაებადა, ვიდრე ბრალდების ადრესატთან ანუ საქართველოს ხელისუფლებასთან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციური კამპანია გამოაშკარავებულია - სტრასბურგმა, არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა, 2024 წლის არჩევნები დროებითი ღონისძიების სახით გაუქმებულიყო არ დააკმაყოფილა. ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი „საიამ“ საზოგადოებას დაუმალა.
