დემონსტრანტების სასტიკი დარბევისა და რეალური მოვლენების დამალვის მიზნით, ინტერნეტზე წვდომის სრული გათიშვის გამო, შეერთებული შტატები ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
დემონსტრანტების სასტიკი დარბევისა და რეალური მოვლენების დამალვის მიზნით, ინტერნეტზე წვდომის სრული გათიშვის გამო, შეერთებული შტატები ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ცნობას სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქციები „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცხრა გემს და მათ მფლობელებსა და სამენეჯმენტო ფირმებზე გავრცელდება, რომლებსაც ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები უცხოურ ბაზრებზე კოლექტიურად გადააქვთ. ირანთან დაკავშირებით ტელეკომპანია ნიუსმაქსისსთვის მიცემულ ინტერვიუში ჯეი დი ვენსმაც ისაუბრა. შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ირანის მახლობლად ამერიკული სამხედრო ძალები გაძლიერებულია
