უკრაინასა და უნგრეთს შორის სიტყვიერი კამათი გრძელდება
უკრაინასა და უნგრეთს შორის სიტყვიერი კამათი გრძელდება. პასუხის პასუხით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინელი კოლეგის, ანდრეი სიბიგას განცხადებას გამოეხმაურა, და განაცხადა, რომ უკრაინას უნგრეთში სურს ისეთი მთავრობა, რომელიც მზად იქნება, უკრაინის ომში ჩაითრიოს. მანამდე განცხადება ანდრეი საბიგამ ვიქტორ ორბანის საპასუხოდ გამოაქვეყნა. უნგრეთის პრემიერის ნათქვამს, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, საბიგამ დაწერა: „თქვენი ბატონი მოსკოვში 100 წელი ვერ გაძლებს“
