Le Monde: აშშ-სა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის უნდობლობის ეპოქა იწყება
შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის უნდობლობის ეპოქა იწყება სტატიას ამ სათაურით ფრანგული Le Monde აქვეყნებს და წერს, რომ შტატების მიერ გრენლანდიის ძალის გამოყენებით დაკავების ვარაუდმაც კი, ამავე იდეაზე უარის თქმის მიუხედავად, ნათლად აჩვენა ის სტრატეგიული იზოლაცია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნის ვალდებულებების უგულებელყოფის ხარჯზე აირჩია. როგორც სტატიის ავტორი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა დავოსში ამ იდეაზე უარი თქვა, აშშ-ის სანდოობისთვის მიყენებული ზიანი მაინც მნიშვნელოვანია“
