გამოცემა The New York Times-ი ნატოს დასასრულს ვარაუდობს და აღნიშნავს, რომ ეს კატასტროფა სულაც არ იქნება
გამოცემა The New York Times-ი ნატოს დასასრულს ვარაუდობს და აღნიშნავს, რომ ეს კატასტროფა სულაც არ იქნება. სტატიის ავტორი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დასასრულის დასაწყისზე გრენლანდიასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე წერს, რომ ტრამპის მიერ გრენლანდიის სამხედრო ინტერვენციაზე უარის თქმით და ჩარჩო ხელშეკრულების დაანონსებით ამ ეტაპზე კრიზისი თავიდან აცილებულია. თუმცა ამ აგრესიის დავიწყება შეუძლებელია. „ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს დამფუძნებელი და მთავარი მფარველი, ალიანსის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში შეჭრით დაიმუქრებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ აქამდე მივედით“ - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ბოლო კვირების შოკის შემდეგ, ეჭვი აღარავის უნდა ეპარებოდეს: ნატო ისეთი სახით, როგორითაც მას ვიცნობთ - ალიანსი, რომელიც 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენდა - დასასრულს უახლოვდება“
