უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აბუდაბიში სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ტერიტორიების საკითხი განიხილება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აბუდაბიში სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ტერიტორიების საკითხი განიხილება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს და ხვალ, ამერიკის ეგიდით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დონბასზე იმსჯელებენ. თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია.
