ინფრასტრუქტურის მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. განიხილეს მათ შორის ქობულეთში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და სოფელ ხუცუბანში ახალი რაგბის სტადიონის პროექტები და გაეცნენ საბავშო ბაღების და სკოლების რეაბილიტაციის პროექტებს.
