მინესოტის ქალაქ სენ პოლში მდებარე ეკლესიაში აქტივისტების შეჭრის საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს
მინესოტის ქალაქ სენ პოლში მდებარე ეკლესიაში აქტივისტების შეჭრის საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს. ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივნის განცხადებით, დაკავებულ ქალსა და მამაკაცს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შელახვის მიზნით შეთქმულებაში წაუყენეს ბრალი, რაც ფედერალური დანაშაულია. დაკავებების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორიც. კეშ პატელი აღნიშნავს, რომ ღვთისმსახურების ადგილებში შეჭრის, ასევე ფედერალურ ოფიცრებზე თავდასხმის თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ.
