მინესოტაში მიმდინარე არეულობის ფონზე, ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ადგილზე ჩავიდა და ქალაქ მინეაპოლისში სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრებთან შეხვედრა გამართა
მინესოტაში მიმდინარე არეულობის ფონზე, ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ადგილზე ჩავიდა და ქალაქ მინეაპოლისში სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრებთან შეხვედრა გამართა. ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ისინი ვინც ქუჩაში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ოპერაციებს აპროტესტებენ, აგიტატორები არიან და ქაოსის შექმნას ცდილობენ. მან ხალხს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ სამართალდამცველებზე თავდასხმის შემთხვევაში აგიტატორებს კანონის უმკაცრესი ძალით გაასამართლებენ.
