უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
უნგრეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ევროპელი ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელიც ჯერ არ საჯაროვდება და შეიცავს ინფორმაციას უკრაინისთვის 800 მილიარდი ევროს გადაცემაზე, ასევე 2027 წლისთვის კიევის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ვიქტორ ორბანის თქმით, მისი ქვეყანა ამ გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ორბანმა განმარტა, რომ უნგრეთს მომდევნო 100 წლის განმავლობაშიც კი არ ეყოლება ისეთი პარლამენტი, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას დაუჭერს მხარს.
