დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის საჯარო დისკუსიის დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია - დებატების გახსნის ინიციატივა პრემიერ მინისტრს ეკუთვნის
დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის საჯარო დისკუსიის დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. დებატების გახსნის ინიციატივა პრემიერ მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია შედგეს ჯანსაღი ფორმატები, სადაც საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები განიხილება. პრემიერის ინიციატივა, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ქართული ოცნება აქვე შესაბამისი მედიასტანდარტის აუცილებლობას უსვამს ხაზს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი სივრცე, სადაც არგუმენტებზე დაფუძნებული და კონსტრუქციული საჯარო დისკუსია გაიმართება. დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციაც, თუმცა მათ ნაწილს ისევ გარკვეული ულტიმატუმები აქვს.
