გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე შეერთებული შტატები ნატოსთან ერთად იმუშავებს
გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე შეერთებული შტატები ნატოსთან ერთად იმუშავებს. ამის შესახებ დავოსიდან ვაშინგტონში დაბრუნებისას დონალდ ტრანპმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საკითხზე საბოლოო შეთანხმება „გაცილებით უფრო კეთილშობილური“ იქნება, ვიდრე არსებული შეთანხმებები, რომლებიც გრენლანდიაში შეერთებული შტატების ყოფნას ითვალისწინებს.
