დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყება
დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყება. ორდღიან კონსულტაციებზე მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა რუსეთს შესთავაზებენ ენერგეტიკულ ზავს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები უნდა შეწყვიტოს, სანცვლოდ კი უკრაინა რუსულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს აღარ დაარტყამს. მანამდე მოლაპარაკებები გაიმართა მოსკოვში. შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდნენ. მოსკოვმა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების სურვილი დაადასტურა, თუმცა ისიც ითქვა, რომ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მოლოდინი შეუძლებელია. ამის მიუხედავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეები თითქმის ოთხწლიანი ომის დასასრულებლად გარიგებას დადებენ.
