სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ბათუმში ჩატარდა. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე. დაკავებულმა 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.
