ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების აუცილებლობზე იმსჯელეს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე
ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების აუცილებლობზე იმსჯელეს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ექიმების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტები გაიცემოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.
